ისტორიული ძეგლი, სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (ზემო ხოდაშნის თემის ტერიტორიულ ორგანოში), ალაზნის ვაკეზე. მდებარეობს მდინარე ხოდაშნისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 520 მეტრი. ახმეტიდან 14 კილომეტრი.
istoria
ხორხელი საისტორიო წყაროებში პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. სახელწოდება სოფელს კახეთის ბარში მთიელთა მიგრაციის შემდეგ უნდა ჰქონდეს მიღებული. ეს ადგილი XVII საუკუნემდეც ყოფილა დასახლებული (იმდროინდელი დასახლების სახელწოდება უცნობია).
გეოგრაფიული მდებარეობა, აგრეთვე აქ სარწყავი სისტემის არსებობა, ხელს უწყობდა სოფელში მევენახეობის, მებაღეობისა და სხვა დარგების განვითარებას. კახეთის სამეფოს არსებობის პერიოდში ხორხელის ყმა-მამულზე წილი ედო ალავერდის წმინდა გიორგის მონასტერს. XVII-XVIII საუკუნეებში ალავერდის მონასტერთან ერთად სოფლის ყმა-მამულის ნაწილს ანდრონიკაშვილებიც ფლობდნენ. ალავერდის მონასტრის კუთვნილ ყმა-მამულს ხორხელი მოურავი განაგებდა.
გვიანდელი შუა საუკუნეებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ხორხელის სამოურავო შედიოდა მეოთხე („მეფესთან მყოფ“) სადროშოს შემადგენლობაში, რომელსაც ალავერდელი ეპისკოპოსი უძღვებოდა.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოფელი თიანეთის მაზრაში შევიდა.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 267 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
417 |
211 |
206 |
2014 |
267 |
127 |
140 |
RirSesaniSnaobebi
|